თეგებით ძიება

ეკლესიისა და პატრიარქის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა - მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 22 აგვისტოს ჩაინიშნა.

დაკავებულმა მშვილდაძეს ფიზიკური დაზიანება 27 ივნისს მიაყენა, მიზეზად კი მიშა მშვილდაძის მიერ საჯარო სივრცეში ეკლესიისა და პატრიარქის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები დაასახელა.

სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რომელიც ბრალდებულს გულშემატკივრობდა. მისი განცხადებით, ნიკოლოზ გუგეშაშვილთან მას მხოლოდ ღირებულებები აკავშირებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა