თეგებით ძიება

ბოლო პერიოდში იცემა ბერძენიშვილი, ჯაფარიძე…ბევრია კიდევ საცემი – ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძის, ლევან ბერძენიშვილის და სხვების შემდეგ, კიდევ ბევრია საცემი.

ინჯიას თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც შეურაცხყოფასა და ცილისწამებას აკრძალავს, მათ შორის პატრიარქის მიმართ.

„როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მიშველაძე, [სავარაუდოდ, გულისხმობს მიშა მშვილდაძეს] ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას, პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერმინისტრო?!

მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღება, თუ იქება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას აკრძალავს და ცილისწამებას, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს მოთხოვნა იყო და ეს ეხება კიდევ შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის, აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების, ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს, მაგალითისთვის, იქ სადაც თქვენ პატარა ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც არის, არ მინდა ახლა, ეს უხერხულობას იწვევს მოსახლეობაში, 98%. ასეთი კანონები, რამდენიმე, 4 მზად გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს”, – თქვა ფრიდონ ინჯიამ.

მან ღარიბაშვილს ჰკითხა ექნებათ თუ არა “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ამ კანონპროექტების მისაღებად.

„სანამდი უნდა იცემონ ესენი და რამდენია კიდევ საცემი და ამას თქვენ უწყობთ ხელს, იმიტომ, რომ არ არის კანონი და ხართ ისე, არც იქით, არც აქეთ, თამაშობთ”, – თქვა ინჯიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა