მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს - სალომე ზურაბიშვილი
მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია იბომბება ქვეყანა - შემდეგ წელს თბილისის საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვაშენოთ ახალი ინიციატივებით მშვიდობა მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, კონფერენცია მიეძღვნება კონფლიქტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და იმას რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ იმისთვის, რომ განმუხტონ და გააუმჯობესონ გლობალური სიტუაცია.
„ეს არის კონფერენცია, რომელიც ეთმობა მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტს, ყველაფერს იმას, რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ, რომ განმუხტოს და გააუმჯობესოს გლობალური სიტუაცია. თავისთავად ქალებზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ომი და მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია იბომბება ქვეყანა. მინდა ვთქვა, რომ შემდეგ წელს თბილისის საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვაშენოთ ახალი ინიციატივებით მშვიდობა მსოფლიოში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.