თეგებით ძიება

ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ტყუილი - ანა ნაცვლიშვილი

კითხვების ნაწილი არ გამომიყენებია, იმიტომ, რომ მე არ მაქვს კითხვები პრემიერთან, მას აქვს გასაცემი პასუხები საზოგადოების წინაშე იმ ტყუილებზე, რომლებსაც ავრცელებს, მათ შორის, რეკომენდაციების „შესრულებასთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ტყუილებზე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანაში 650 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანია,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა იყო ზიზღის ტირაჟირება, რაც აჩვენებს, რომ ის ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას ზიზღის ტირაჟირებით გამოწვეული ძალადობის გამო.

„ეს იყო ტყუილებისა და ზიზღის კასკადი და ვუთხარი კიდეც, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც ამ ზიზღის ტირაჟირების გამო და ამით გამოწვეული ძალადობების გამო მას ეკისრება, პირველ რიგში, როგორც ადამიანს. აქ მახსენდება და არ უნდა დაგვავიწყდეს ლექსო ლაშქარავა, რომლის სიკვდილამდე ცემასაც სწორედ ღარიბაშვილმა აუნთო მწვანე შუქი რამდენიმე საათით ადრე გაკეთებული განცხადებებით და თუ ვერ აცნობიერებს ის პასუხისმგებლობას, მაშინ ვინმემ უნდა უთხრას ამის შესახებ. შიგნიდან, როგორც ჩანს, ვერ ბედავენ ან უნდათ, რომ ბოლომდე გადაიჩეხოს, ამიტომ გარედან მოუწია მას ამის მოსმენა რამდენიმე დეპუტატის მხრიდან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა