თეგებით ძიება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ივნისში?

2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.7%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.6% შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7%-ით. ფასები უმეტესწილად მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9%), პირადი ჰიგიენა (10.7%), სხვა სახის მომსახურება (91%).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4%-ით. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1%), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3%) ქვეჯგუფებზე.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასებმა იკლო 11.6%-ით. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.4%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9%).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9%-იანი კლება. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.2%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.6%).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა