„ცელსიუსის'' რჩევები - როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი?
„ცელსიუსი“ ახალი კომპანიაა, რომელიც გათბობა-გაგრილების სისტემებს, „არისტონის“ და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციას გთავაზობთ. ამასთან, თქვენთვის ხელმისაწვდომია ონლაინ გაყიდვები და ოფიციალური საგარანტიო სერვისი.
კომპანიის საინფორმაციო საიტი და დამხმარე სახელმძღვანელო პორტალი celsiusi.ge შეიქმნა მომხმარებლების მხარდასაჭერად. იგი საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში მოიძიოთ ინფორმაცია, გაიაროთ კონსულტაცია ან/და შეიძინოთ პროდუქცია.
სტატიაში ჩვენ შევკრიბეთ სასარგებლო ინფორმაცია მათთვის, ვინც უახლოეს პერიოდში გათბობის ქვაბის შეძენას გეგმავს.
როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი
იდეალურ სიტუაციაში უმჯობესია აირჩიოთ გათბობის სისტემა მაშინ, როცა თქვენი სახლი ან ოფისი ჯერ კიდევ პროექტირების ფაზაშია, რათა განჭვრიტოთ ყველაფერი: სად უნდა დავამონტაჟოთ ქვაბი, როგორ მოვაწყოთ მილები და სუფთა ჰაერის მიწოდება.
თუ შენობა უკვე დაპროექტებული და აშენებულია — არც ეს არის დიდი პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში, რეკონსტრუქცია არ წარმოადგენს აუცილებლობას. მყიდველისთვის ბრძოლაში, გათბობის ქვაბების მწარმოებლები მრავალი წლის განმავლობაში აუმჯობესებდნენ თავიანთ პროდუქტებს. ამიტომ, დიდი ალბათობით, თქვენ შეძლებთ გააკეთოთ შეასბამისი არჩევანი.
იმისთვის, რომ ჩვენთვის იდეალური გათბობის ქვაბი შევარჩიოთ, შემდეგ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ: რა ფართის გათბობა გვსურს? გვჭირდება თუ არა ცხელი წყლის მიწოდებაც? რამდენს შეადგენს ჩვენი ბიუჯეტი?
ამის შემდეგ, თამამად შეგვიძლია მოვიძიოთ თუ რა ტიპის პროდუქტებს გვთავაზობს დღევანდელი ბაზარი.
ცენტრალური გათბობის ქვაბების ტიპები
ცენტრალური გათბობის ქვაბები სხადასხვა კატეგორიაში რამდენიმე ტიპად იყოფა, ჩვენ გაგაცნობთ იმ ძირითად განსხვავებებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია შეძენის პროცესში სწორი ვარიანტის შესარჩევად.
-
ფუნქციები
არსებობს ერთკონტურიანი და ორკონტურიანიგათბობის ქვაბები. სწორედ ეს პარამეტრი განსაზღვრავს პროდუქტის ფუნქციონალურობას.
ერთკონტურიანი გათბობის ქვაბი — ამ ვარიანტის დანიშნულება მხოლოდ გათბობის სისტემის მუშაობაა.
ორკონტურიანი გათბობის ქვაბი — მოცემული მოდელები, გათბობის გარდა, ცხელი წყლის მიწოდებასაც უზრუნველყოფენ.
-
სიმძლავრე
გათბობის ქვაბის შესაძლებლობები და ეფექტურობა დამოკიდებულია მოწყობილობის სიმძლავრის ინდიკატორზე. ამ მახასიათებლის შესარჩევად, რეკომენდებულია სპეციალისტთან დაკავშირება ზუსტი გაანგარიშებისთვის. თუმცა, წინასწარი გათვლები სახლებისთვის, რომელთა საერთო ფართობი 300 მ2-ზე ნაკლებია, დამოუკიდებლად შეიძლება გაკეთდეს. 10 მ2-ზე საჭიროა დაახლოებით 1 kW სიმძლავრე. სითბოს დაკარგვის კომპენსაციისთვის მიღებულ ციფრს დაახლოებით 30% უნდა დაემატოს. შედეგად მიღებული ჯამი არის ქვაბის მინიმალური სიმძლავრე, რომელიც საჭიროა თქვენი სახლის ან ოფისის გასათბობად.
-
ტემპერატურის მართვის სისტემები
სითბოს წარმოების გასაკონტროლებლად, ქვაბებს სჭირდებათ კონტროლის სისტემა, რომელიც ჩაშენებულია ქვაბში ან დამატებით არის დამონტაჟებული. კონტროლის სისტემა არეგულირებს გათბობის ქვაბების მუშაობას, რათა გამოიმუშაოს სითბო, რომელიც საჭიროა შენობის შიდა ტემპერატურის შესანარჩუნებლად მომხმარებლისთვის სასურველ დონეზე. არსებობსკონტროლის სისტემის ორი ძირითადი პრინციპი:
-
ოთახის თერმოსტატი, რომელიც აკონტროლებს ქვაბს ოთახის ტემპერატურის მიხედვით;
-
გარე ტემპერატურაზე დაფუძნებული კონტროლი: გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურა ექვემდებარება გარემო პირობების ავტომატურ ანალიზს.
• მოქმედების პრინციპი
მოქმედების პრინციპის მიხედვით განასხვავებენ კონვექციურ და კონდენსაციურ ქვაბებს.
კონვექციური ქვაბები — ტრადიციული მოდელები, რომლებსაც აქვთ მარტივი დიზაინი, ხელმისაწვდომი ღირებულება და პროდუქციის ფართო არჩევანი. ის თბება გაზის წვის დროს გამოთავისუფლებული სითბოთი. ამავდროულად, სითბოს ნაწილი გამოუყენებელი რჩება და კვამლთან ერთად იკარგება, რაც იწვევს მოწყობილობების დაბალ ეფექტურობას — 92%-მდე.
კონდენსაციური გათბობის ქვაბები იყენებენ არა მხოლოდ წვის დროს გამოყოფილ სითბოს, არამედ მისი გაგრილებისას წარმოქმნილ წყლის ორთქლის ენერგიას. პროცესს თან ახლავს დამატებითი სითბოს გამოყოფა. შედეგად, მოწყობილობის ეფექტურობა ბევრად იზრდება.
გათბობის ქვაბის შერჩევა საპასუხისმგებლო პროცესია , რადგან კლიმატს ჩვენს სახლებში სწორედ ეს ნივთი განსაზღვრავს. დღეს ბევრ მომხმარებელს უჭირს არჩევანის გაკეთება. და ეს გასაკვირი არ არის. თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს მოდელების უსაზღვრო მრავალფეროვნებას. თუმცა, ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ ეს პროცესი თქვენთვის ბევრად გამარტივდება.