ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6092 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6131 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8422 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8342 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1001 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 4 ივლისიდან შევა ძალაში.