თეგებით ძიება

ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე - სააკაშვილი დებატებში მონაწილეობას ითხოვს

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დებატებში მონაწილეობას ითხოვს, რათა მისი სიმართლე ხალხმა შეაფასოს.

"მინ­და ვუ­თხრა ჩემ მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნე­ლებს, მე ვარ უკ­რა­ი­ნის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი და ვა­მა­ყობ იმ ქარ­თვე­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ უკ­რა­ი­ნას და ვა­მა­ყობ ჩემი პრე­ზი­დენ­ტით, ჩემი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლით, პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკით. დიდი მად­ლო­ბა მას მხარ­და­ჭე­რის­თვის. რა­ტომ გე­ში­ნი­ათ, ღია მი­მარ­თვა რომ იყოს, მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა დე­ბა­ტებ­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს, თქვენ ხართ მარ­თლე­ბი, თუ - მე. თუ გინ­დათ, რკი­ნის "ბრას­ლე­ტი“ და­მა­დეთ, რომ არ­სად გა­გექ­ცეთ. რა­ტომ ეში­ნი­ათ იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვილს ღიად შეხ­ვდნენ დე­ბა­ტებ­ში, ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს, თქვენ ხართ მარ­თლე­ბი, თუ - მე ვარ მარ­თა­ლი, ჩვე­ნი გზა იყო სწო­რი, თუ - თქვე­ნი გზაა სწო­რი, ეს ჩი­ხია უბე­დუ­რე­ბა, თუ ჩვენ გვჭირ­დე­ბა სხვა ახა­ლი რა­ღაც, ეს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს. ნუ არ­თმევთ ქარ­თველ ხალ­ხს სა­შუ­ა­ლე­ბას, თვი­თონ გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი, ღია დე­ბა­ტებ­ში შე­ვი­დე, ღია თა­მაშ­ში შე­ვი­დე... ვი­თხოვ ერ­თა­დერ­თს - ღია კა­მათს! ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტოს, ვინ არის ჩვენ შო­რის მარ­თა­ლი. ვი­საც ეში­ნია პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის, მე გე­უბ­ნე­ბით, ნუ გე­ში­ნი­ათ ხალხნო, ვე­რა­ფერს და­გაკ­ლე­ბენ, თქვენ ხომ იცით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ხრე მყავს პი­რა­დად მე“, - განაცხადა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მელ­საც კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი­დან“ დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თო..


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა