თეგებით ძიება

სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ხალხს შეხვდეს, თუ საჭიროა, საარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთოს - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ხალხთან შეხვედრისა და საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ხალხს შეხვდეს და თუ საჭიროა, საარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთოს და პოლიტიკაშიც. წარმოუდგენელია პოლარიზაციის დასრულება იმ პირობებში, როცა კონკრეტულ ადამიანს 11 წელია, არ ეძლევა შესაძლებლობა, თავის ხალხს შეხვდეს. პირადად ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ყველა არჩევნებზე. წარმოუდგენელია, ამ პირობებში პოლარიზაციის დასრულებაზე ვისაუბროთ, როცა პუტინის დავალებით ასეთი ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. ჯერ ერთი, თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ თუ ასე ეშინიათ, მაშინ რაიმე ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ ამ ადამიანს შესაძლებლობა მიეცეს, მათ შორის დებატებში ჩართვის. შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა, ვის აირჩევს და როგორ იქნება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას ხელისუფლებას მიმართა, რომ მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა დებატებში.

„მომეცით საშუალება, დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე. რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ თუ გინდათ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს – ღია კამათს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა