თეგებით ძიება

„ქართველმა კაცებმა თავიანთ ქალიშვილებზე რომ არ იქორწინონ, ამის “აღსაკვეთად” ვიღაც უმეცრები მიუსია „სულაკაურის გამომცემლობას“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ესეიგი ქართველმა კაცებმა თავიანთ ქალიშვილებზე რომ არ იქორწინონ, ამის “აღსაკვეთად” ვიღაც უმეცრები მიუსია სულაკაურის გამომცემლობას 1703 წელს გარდაცვლილი შარლ პეროს დასაგმობად - ის ზღაპარში ჭკუიდან შეშლილ მეფეზე წერს, რომელმაც, ავტორისვე შეფასებით, საშინელი საქციელის ჩადენა, საკუთარ ასულზე ქორწინება გადაწყვიტა.

უმეცართა რაზმეულის ლაშქრობა სულაკაურის გამომცემლობაში ემსახურებოდა ერთ მიზანს - პრემიერი პარლამენტში გამოხმაურებოდა და გაეყიდა თავისი “მიღწევა”, რომ ინცესტს და პედოფილიას გადაარჩინა მთელი ქვეყანა.

(პარალელურად რეჟიმის სასამართლო 12 წლის გოგონასთან სექსს ამართლებს) 

უთავმოყვარეო ჩლუნგებს გელპარაკებათ. 

თქვენი, უთავმოყვარეო უმეცრების იმედი აქვს. 

p.s. ძველი აღთქმა არ აქვს წაკითხული, თორემ ბიბლიური ისტორიებით გარყვნისგანაც “დაგიცავდათ” უთავმოყვარეო და უმეცარო კაცებო და ქალებო“, - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა