კახეთში 20 წლის ბიჭმა მამა მოკლა - რას ამბობენ მომხდარზე ადგილობრივები?
კახეთში, შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა.
20 წლის ბიჭმა მამას ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივები და ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირი იყო და მკვლელობასაც ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.
სახლში, სადაც დანაშაული მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. ახალგაზრდა ეჭვმიტანილი დაკავებულია. მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.