თეგებით ძიება

შვებულებას რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ - როგორ მიმართავს მამუკა მდინარაძე ოპოზიციას?

ვებულებას რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ რეგისტრაცია არ გაიარეს, მხოლოდ მმართველ გუნდს კი კვორუმის შეკრება გაუჭირდა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კარგია იმის დაფიქსირება, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს.

„ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში იმდენი დეპუტატი არ არის, რომ დღეს კვორუმი მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას. ჩვენი კოლეგები ფრანკოფონიის ღონისძიებაზეც არიან. იმის მცდელობას ვერ შევძლებთ, რომ კვორუმი მარტო უმრავლესობით შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას საბოტაჟს ეძახდნენ. კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს.

როდესაც ჩვენი კოლეგები, ვინც ქვეყნის გარეთაა, უცხოეთიდან ჩამოვლენ და როცა ფრანკოფონიის ღონისძიებებიც დასრულდება - იქნება ეს ივლისის ბოლო რიცხვები თუ აგვისტო, მობრძანდებით და იმუშავებთ. ახლა ეს გაუკეთეთ საკუთარ თავს. შვებულებებს რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ. როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა. ცოტას მაინც რომ მიხვდით, უკვე კარგია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა