თეგებით ძიება

გვავიწროებდა სექსუალურად, გასახდელში გვივარდებოდა... - მწრთვნელი ფეხბურთელ გოგოებს სექსუალურად ავიწროებდა (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ერთ-ერთი ფეხბურთელი, ქალთა კლუბის მწრთვნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც ის ამბობს, პაატა დოგრაშვილი ქალ მოთამაშეებს სექსუალურად ავიწროებდა დასიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

სასამართლომ საქმეზე 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბისა და მისი მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან.

„გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდები. გვავიწროებდა სექსუალურადაც, ფსიქოლოგიურადაც. იყო ფაქტები გასახდელში უნებართვოდ შემოსვლები. ფსიქოლოგიური ზეწოლები, გვექცეოდა ცუდად, შეურაცხყოფას გვაყენებდა სიტყვიერად. თამაშებზე გასულს ცუდ სიტყვებს გვეძახდა ამდენ ხალხში და ასე შემდეგ. მაშინ ვიყავით ძალიან პატარები, როდესაც ასეთი რაღაცები ხდებოდა. გრძელდებოდა დიდობაშიც, მაგრამ იმდენად პატარები ვიყავით და იმდენად არ ვიცოდით ჩვენი უფლებები როგორ დაგვეცვა, ვერ ვიღებდით ხმას“, - ამბობს საფეხბურთო კლუბ "მართვეს" წევრი.

იხილეთ ვიდეო

წყარო: „მთავარი არხი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა