Fitch Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგი ‘პოზიტიურამდე’ გააუმჯობესა
Fitch Ratings-მა განახლებული საკრედიტო რეიტინგი გამოაქვეყნა. გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" გრძელვადიანი პროგნოზი (IDR) გააუმჯობესა და პოზიტიურად შეაფასა.
გასულ წელს "კრისტალის" გრძელვადიანი პროგნოზის შეფასება სტაბილური იყო.
Fitch Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება სხვადასხვა პარამეტრებით განსაზღვრა. ანგარიშში აღნიშნულია აქტივების ხარისხის ეფექტური მართვა, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, კაპიტალისა და ვალდებულებების მაღალ დონეზე მართვა და მომგებიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ასევე, ყურადღება გამახვილებულია კომპანიის საბანკო ტრანსფორმაციაზე, რაც დადებით მოლოდინებს აჩენს რეიტინგის ზრდის მიმართულებით.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ დამაჯერებელი შედეგები მიღწეული იყო დაფინანსების მართვის თვალსაზრისით, რასაც ხელი შეუწყო "კრისტალის" წარმატებულმა პარტნიორობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ ბანკებთან.
როგორც კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია აღნიშნავს,
„კრისტალი Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში. საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამავე დროს გვეხმარება ხელსაყრელი პირობებით მოვიზიდოთ მეტი ფინანსური რესურსი და ამით შესაძლებლობა მივცეთ მომხმარებლებს ისარგებლონ კრისტალის კონკურენტული პროდუქტებით, განავითარონ ბიზნესსაქმიანობა, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და ამით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას.“
"კრისტალი" Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში. კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა.
მეტი ინფორმაცია იხ. ბმულზე >>>