"გადამიღე, რა ილეთი გავაკეთოო..." - ქუთაისთან დაღუპული ბიჭის უკანასკნელი ვიდეო
ქუთაისის აეროპორტთან დაღუპულ ერთ-ერთ ბიჭს, ლაშა წიქორაძეს სოციალურ ქსელში მეგობარი ემოციურად ემშვიდოება და მის კადრებს აქვეყნებს.
"ლაშუ ყველაზე პოზიტიურო. გადამიღე მარი რა ილეთი გავაკეთოო... როგორი თბილი და ღიმილიანი იყავი არასდროს დამავიწყდები ლაშუ“, - წერს მეგობარი.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტთან ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 გეგუთელი ბიჭი და ლანჩხუთელი გოგო, ეკატერინე სანიკიძე.