რთული ცხოვრება მაქვს... ბევრი შეცდომაც დავუშვი - რას ამბობს ნინო ქათამაძე? (ვიდეო)
მომღერალმა, ნინო ქათამაძემ გადაცემაში „წითელი სკამი“ გულწრფელად ისაუბრა დაშვებული შეცდომების შესახებ.
„ვფიქრობ, რომ რთული ცხოვრება მაქვს და ამ რთული ცხოვრების პერიოდში ძალიან ძნელია, შეინარჩუნო ის ბავშვური აღტაცებები და გრძნობები, რაც ასე ძალიან გჭირდება მუსიკასთან ურთიერთობაში. სანამ მუსიკამდე მივდივარ, იმდენ რამეს ვაკეთებ, ასე მგონია, ზოგჯერ გზადაგზა მეკარგება გრძნობები. დამისვით კრიტიკული კითხვები, რომლითაც შეიძლება გამოვფხიზლდე. ვარ ღია, რადგან მყავს 14 წლის შვილი. ვცდილობ, მასთან ურთიერთობაში ბევრი რამ ვისწავლო… მე სხვა ეპოქაში გავიზარდე, ბევრი შეცდომაც დავუშვი, მაგრამ საბოლოოდ, ამ გზას ერქვა მუსიკის გზა და შეცდომებმა მომცა ძალა, რომ სწორ, ანუ მუსიკის გზას დავდგომოდი…“ - განაცხადა ქათამაძემ.