თეგებით ძიება

„შიო ბრბოს თვალში უკვე წმინდა მოწამეა, ახალი ილია მეორე... ვაი, თქვენს პატრონს!“ - რას წერს ილია ჭიღლაძე?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე მეუფე შიოს მოწამლვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„გადაივსო მედია მეუფე შიოს ვითომდა მოწამვლის ცნობით. სახელისუფლებო მედიის მიხედვით, წყარო რუსთავი ორია, აბა მთავარ არხს ხომ არ ახსენებენ... კომედიაა. შიო ბრბოს თვალში უკვე წმინდა მოწამეა, ახალი ილია მეორე, რომელსაც მუდამ “წამლავდნენ” და მუდამ გადარჩებოდა ხოლმე. ვაი, თქვენს პატრონს! შეიძლება შიოს უჩუმრად კიდეც მოუფრქვიეს მის კაბინეტს დარიშხანი მის უკან მდგომმა ძალებმა, რომ ეს უსახური და უსახელო კაცი გაეპოპულარულებინათ ბრბოში წამებულის შარავანდედით. მასაც კარგად ჭამს და სენსაციას დახარბებული ჭურნალისტები, რომელთა პროფესიული დონე ნულია“, - წერს მეუფე შიო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა