თეგებით ძიება

„ვერ გვიჭერ ძმაო, არ გაქვს მაგის ძალა, თორემ...“ - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

“Mikheil Saakashvili – შენ უბრალოდ ვერ გვიჭერ ძმაო, არ გაქვს მაგის ძალა, თორემ რა რესურსიც გაქვს, იმ რესურსით, ზუსტად ისე ზღუდავ თავისუფალ კონკურენციას და შენს კრიტიკოსებს, როგორც ბიძინა – შანტაჟით, მედიის შეზღუდვით, ცილისწამებით, მორჩილების ყიდვით.

შენ და შენი ყველა ამფსონი ისეთივე ავტორიტარები ხართ, როგორც ბიძინა და მისი მარიონეტები (კბილები არ გაქვთ და ღრძილებით ცდილობთ) – ამის მაგალითი შენი ტელევიზიებია და ქართული პოლიტიკიდან შენ და ბიძინა ერთდროულად უნდა გადაშენდეთ, თუ გვსურს ეს ქვეყანა წინ წავიდეს”, - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა