ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8270 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8316 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0995 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 7 ივლისიდან შევა ძალაში.