15 წლის ასაკში აბორტი გამიკეთეს... დამაძინეს მან და მისმა თანამშრომელმა - ნანა ტომარაძე უმძიმეს ისტორიას იხსენებს (ვიდეო)
33 წლის მხატვარი, ნანა ტომარაძე, რომელიც უკრაინის ომში იბრძოდა, "პალიტრავიდეოს" საკუთარი ცხოვრებიდან პირად დეტალებს უყვება. იგი ბავშვობის დროინდელ ტრავმას იხსენებს, რომელიც გიტარის მასწავლებელთან შეემთხვა.
„მე ვიყავი ცოტა ისეთი ბავშვი, ჩემს ჭკუაზე დავდიოდი სულ. ჩემებმა გადაწყვიტეს, რომ უდნა დავეკავებინე, დავდიოდი სპორტზე, ხატვაზე... გადაწყდა, რომ უნდა ვიარო გიტარაზე... პიროვნებასთან დავიწყე გიტარაზე დაკვრის შესწავლა... მაგრამ იქ დაიწყო... პატარა კონიაკი, თან გამოიჭირა რომ მე ძალიან მომწონდა ეგვიპტური ისტორია, ჩაცმულობა, ცეკვა... მე-14 წელში ვიყავი დაახლოებით... მეუბნებოდა, რომ შენ ეგვიპტელი დედოფალი ხარ, მე პრინცი. ჯერ ხელის მოკიდება იყო, მერე მოფერება და ასე ნელ-ნელა განვითარდა... შთამაგონა, რომ ეს იყო ნორმა, ჩვეულებრივი ამბავი, მეუბნებოდა რომ მე მომწიფებული ვარ როგორც ქალი. შემდეგ ჩემმა მშობლებმა გაიგეს, უჩივლეს... ეს მეუბნებოდა ისეთ რამეს, თქვი რომ ვითომ ქალიშვილობა სადღაც კლუბში დაკარგეო, იქ მალაპარაკა ესეთი რამეები, მერე არ ვიცი იქ პოლიციაში რა მოხდა, ჩაწყობა თუ რა, მაგრამ ჩაიმალა ეს ამბავი... 15 წლის ასაკში აბორტი გამიკეთეს, დამაძინეს მაგან და მისმა თანამშრომელმა... მე ეს გადავიტანე, მაგრამ ის მაშინებს რომ ესეთი ადამიანები არ ჩერდებიან...“, - ამბობს ნანა ტომარაძე.