„ეს ხელოვნურად, მედიით და ფულით შანტაჟით მოტივტივე არარაობა, უნდა განადგურდეს!...“ - ვის შესახებ წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„გახსოვდეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია.
საააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს.
დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება.
რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობა გჭირდება.
ეს ხელოვნურად, მედიით და ფულით შანტაჟით მოტივტივე არარაობა, უნდა განადგურდეს პოლიტიკურად თუ წინსვლა გვსურს.
პოლიტიკურად უნდა განადგურდეს ყველა, ვინც ამ დემორალიზებულ, უკბილო მონსტრს წყალს უსხამს, ვირტუალურ რეალობას უქმნის, კონკურენტებს უვიწროვებს და საქართველოს რუსული ჭაობისთვის წირავს.
ესაა სიმართლე და ამას წყალი არ გაუვა.
წადით და მიჩივლეთ.
p.s. თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან - ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!“ - წერს ჩერგოლეიშვილი.