თეგებით ძიება

„მე მგონი, კოკა-კოლა არ არის სასარგებლო, უფრო კარგი იქნებოდა, კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ“ - თამაზ გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმამ თამაზ გაიაშვილმა, „ტვ იმედის“ ეთერში, წამყვანის, გიორგი კითხვას – როგორ შეაფასებს თემურ ჭყონიას შვილის, სოფო ჭყონიას განცხადებას, ასე უპასუხა: 

“ჩემი კომპანიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გაკეთება, მე მგონი, სამარცხვინოა პირველ რიგში და სამარცხვინოა თვითონ კოკა-კოლის წარმოება ალბათ, საქართველოში და მაკდონალდსის… მე მგონი, კოკა-კოლა არ არის სასარგებლო, უფრო კარგი იქნებოდა, კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ, რაც ქართულია, ქართული საქმე ეკეთებინათ და უფრო მაგით ესახელებინათ თავი, არამც თუ კოკა-კოლა და კოკა-კოლის რეკლამით იყვნენ დაკავებული. მე მათ მინდა ვუთხრა, მიხედონ მათ თავის საქმეს, მე ვთვლი, რომ ქართულ ბიზნესს უნდა გულშემატკივრობდნენ თუ ისინი მართლა ბიზნესმენები არიან და მათ გული შესტკივათ ისევე ქვეყანაზე, და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.”

ცნობისთვის, სოფო ჭყონიამ „ჯორჯიან ეარვეისი“ მოსკოვიდან თბილისის გავლით ნიცაში ტრანზიტული რეისების დანიშვნის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს არის სამარცხვინო კომპანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა