თეგებით ძიება
08. 07. 2023 ვიდეო

პოლიცია მაქსიმალურად იყო მობილიზებული, თუმცა კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა - შს მინისტრის მოადგილე (ვიდეო)

შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული პრაიდ ფესტივალის ჩატარების მიმდებარე ტერიტორიაზე და სამართალდამცველებმა მაქსიმალური გააკეთეს იმისათვის, რომ პრაიდის ორგანიზატორები უსაფრთხოდ გაეყვანათ ტერიტორიიდან.

"დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყო მობილიზებული, გდდ, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ყველა ის დანაყოფი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა თავისი მანდატი, თუმცა მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე.

ეს იყო გაშლილი ტერიტორია,  აქციის მონაწილეებმა მოახერხეს შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და  მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს იმ საპოლიციო ღონისძიებებს იმისათვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზირბა და არ მოხდეს თავდასხმები კონკრეტულ პირებზე.

დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ყველა აქციაზე შეუძლებელია 100 %-იანი უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როდესაც საუბარია გაშლილ ტერიტორიაზე", - თქვა გომელაურის მოადგილემ.

შეგახსენებთ, "პრა­იდ ფეს­ტი­ვა­ლის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებმა დღეს პრაიდის ფესტივალი ჩაშალეს. მათ პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს და იმ ადგილას შეიჭრნენ, საიდანაც პრაიდის ორგანიზატორები ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა