საბავშვო ბაღში, დანით ექვსი ადამიანი მოკლეს - რა საზარელი შემთხვევა მოხდა ჩინეთში?
ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გუანდონგის პროვინციაში საბავშვო ბაღში დანით ექვსი ადამიანი მოკლეს, მათ შორის სამი ბავშვი.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საქმეზე 25 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. მათ შემთხვევას „განზრახ თავდასხმა“ უწოდეს.
მედიის ინფორმაციით, ბავშვების გარდა, დაზარალებულები არიან მასწავლებლები და ორი მშობელი.
სამართალდამცავი უწყების მიერ შემთხვევის ადგილი ამ დრომდე გადაკეტილია. უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი.