„ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.
„NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხნა, რაც გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს. ოთხი დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას.
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს და თვალებში უყურეთ, იქნებ დაგინდონ და თქვენც არ შეგჭამონ დესერტად“, - წერს სააკაშვილი.