ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5870 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5894 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8478 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8372 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0991 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 12 ივლისიდან შევა ძალაში.