"მთხოვე რომ "დათუნათი“ მომემართა, თურმე, ეს შენი ბოლო თამაში ყოფილა... ყოველ მომდევნო თამაშს შენ მოგიძღვნით, კაპიტანო“ - დათუნა ჟღენტს მეგობრები ემშვიდობებიან
წყნეთში, ტრაგიკულად გარდაცვლილ 15 წლის დათუნა ჟღენტს თანაგუნდელები და მეგობრები ემშვიდობებიან.
"დათუნა, გუნდში მოსვლისთანავე მთხოვე რომ „დათუნათი“ მომემართა და პირველი მოთამაშე იყავი, ვისთანაც კომუნიკაციაში შევედი თურმე, ეს შენი ბოლო თამაში ყოფილა და ყოველ მომდევნო თამაშს შენ მოგიძღვნით, კაპიტანო. იმედია, მაპატიებ, რომ ფოტოები და ვიდეოები დროზე ადრე ვერ გამოგიგზავნე...“, - წერს გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი.
ცნობისთვის, ტრაგედია წყნეთში 11 ივნისს დატრიალდა. დენის დარტყმის შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ე.წ სამთავრობო ზონაში მოხდა. სკვერში, ახლადმოწყობილ ფარდულში მოზარდები თამაშობდნენ, ერთერთ მათგანს კი დენმა დაარტყა, მის გადარჩენას თანატოლები და ადგილობრივები ცდილობდნენ თუმცა ბიჭი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.