თეგებით ძიება
12. 07. 2023 ბიზნესი

აეროპორტთან დაკავშირებით განიხილება ორი ვერსია, არსებულის გაფართოება ან ახლის მშენებლობა ტერიტორიაზე, სადაც იყო ვაზიანის აეროპორტი - ირაკლი კობახიძე

განიხილება ორი ვერსია, არსებულის გაფართოება ან ახალი აეროპორტის მშენებლობა ტერიტორიაზე, სადაც იყო ვაზიანის აეროპორტი, დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციებია, – ამს შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აეროპორტის რესურსების გაფართოება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით ათასი სპეკულაციაა, თითქოს ეს რაღაც მიზანმიმართულად კეთდება. როგორც ვიცი, აეროპორტის გაფართოების კუთხით ორი ვერსია განიხილება. ერთი არის არსებულის გაფართოება და მეორე – ახალი აეროპორტის მშენებლობა იმ ტერიტორიაზე, სადაც იყო განთავსებული ვაზიანის აეროპორტი. ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ სპეკულაციებია. ზოგადად, აეროპორტის რესურსების გაფართოება მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკა იზრდება, ტურიზმიც გაიზრდება და ამას ჭირდება შესაბამისი რესურსები ავიაციის კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა