თეგებით ძიება

„ახლა სად არიან ის კუნთმაგარი “ტიპები”, გულზე ჯვარაკრული რომ დასდევენ არატრადიციულ ორიენტაციებს?!“ - მარკუს მეტრეველი

მომღერალი, მარკუს მეტრეველი ბათუმში მამის მიერ 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ფაქტს ეხმაურება და წერს. 

„დღის ამბები‼️

მამამ შვილი გააუპატიურა

გუშინ, ბაბუამ შვილიშვილი

შვილიშვილმა მოხუცი ბებია და ასე შემდეგ‼️ ვეღარ ჩამოვთვლი ამ საშინელებებს.

ძალიან მაინტერესებს ამ ანომალიური შემთხვევების დროს, სად არიან ის კუნთმაგარი “ტიპები” რომლებიც ერთმანეთზე, ზურგზე შემომჯდრები, გულზე ჯვარ აკრული დასდევენ ეგრედწოდებულ მათთვის მიუღებელ არატრადიციულ ორიენტაციებს?! 

ვსვამ შეკითხვას, ეს მართლაც ანომალიური მოვლენა, თქვენთვის ტრადიციულია და მიღებული? 

სად ხართ? რატომ არ აპროტესტებთ? ძალადობა , ამორალურობა და ინცესტი, ნუთუ პროტესტს არ იწვევს თქვენში?“ - წერს მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა