ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5834 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5870 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8469 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8478 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0988 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 13 ივლისიდან შევა ძალაში.