თეგებით ძიება

„უსაყვარლეს რუსიკოს აქვს შანსი ფეხზე დადგომის!“ - ყველასთვის ნაცნობ წყვილს რეაბილიტაციისთვის თანხა შეუგროვეს

მამუკა და რუსო ჩაჩხიანები, რომელიც საზოგადოებამ  „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტიდან გაიცნო, წლების შემდეგ ცხოვრების შეცვლის შანსი მიეცათ. როგორც აღმოჩნდა, რუსო გარკვეული მკურნალობის შემდეგ ფეხზე წამოდგომას და დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, საზოგადოება ამ უსაყვარლესი წყვილის დასხმარებლად გაერთიანდა.

დღეს კი ირკვევა, რომ რუსოს მკურნალობისთვ ის საჭირო თანხა შეგროვებულია.

„ჩვენო გულით საყვარელო ადამიანებო ნაცნობებო და უცნობებო ყველანი უზომოდ გვიყვარხართ.

არ შეგვეძლო მადლიერება არ გამოგვეხატა თქვენი თანადგომის მიმართ რომელიც თქვენ ჩვენდამი გამოიჩინეთ ყველას ყველას უღრმესი მადლობა.

ღმერთმა დაგლოცოთ ამ სიკეთისთვის ამ უდიდესი სიყვარულისთვის რაც ჩვენთვის გააკეთეთ. მადლობთ რუსოს გახარებისთვის.

ღვთის მადლი არ მოაკლოს გამჩენმა ღმერთმა თქვენ და თქვენს ოჯახებს რაც მე ვერ დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა დაგლოცოთ 

გვიყვარხართ“, - წერს მამუკა ჩაჩხიანი.

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა