„სახეზეა სრული გულგრილობა და დილეტანტიზმი...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია ჭიღლაძე?
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში საფარის მონასტრის ტაძრების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ სასწრაფოდ საჭიროა ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაცია.
„მძიმე მდგომარეობაშია და რესტავრაცია-კონსერვაციას საჭიროებს საფარის მონასტრის ტაძრები: ფასადების თლილი ქვის პერანგი ცალკეულ მონაკვეთებზე ცემენტით დათითხნილია, გათეთრებულია კირით ცარისტულ ხანაში რუსების მიერ, ცეცხლის კვამლით დაჭვარტლულია, ამოდის ბალახი, წყლის და ნესტის წყალობით მიმდინარეობს ქვის გაფხვიერება და დაშლა. ეს ყველაფერი ხდება თლილი ქვის ფასადებზე და დიდი ტაძრის დასავლეთ სტოაში. სახეზეა სრული გულგრილობა და დილეტანტიზმი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის თანამედროვე მაღალი დონის რესტავრაციის პროცესისადმი“, - წერს დეკანოზი.