თეგებით ძიება

„ეს თაღლითობის მცდელობაა. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე!“ - „მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფრთხილებს

კოპანია „მაგთიკომი“ მომხმარებლებს თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

„მომხმარებელთა საყურადღებოდ!

ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში შესაძლოა შეგხვდეთ ცრუ ინფორმაცია, რომელშიც მაგთიკომის სახელით გთავაზობენ დასაქმებას.

ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს! გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა.

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომში დასაქმების, აქციების, შეთავაზებებისა თუ კონკურსების შესახებ ყოველთვის ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით - www.magticom.ge“ - წერია კომპანიია მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა