ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5803 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5834 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8806 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8469 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0987 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 ივლისიდან შევა ძალაში.