თეგებით ძიება

ნებისმიერი შემომსვლელი ინფორმირებულია, როგორ უნდა მოიქცეს - წინდაში რომ არ უნდა ჩაედო არაფერი, ამას ტრენინგი სჭირდება? - ზურაბ ჩხაიძე პოლონელ ექიმზე

"ნებისმიერი შემომსვლელი ინფორმირებულია, როგორ უნდა მოიქცეს. წინდაში, რომ არ უნდა ჩაედო არაფერი, ამას ტრენინგი სჭირდება?“, - ამის შესახებ "ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

"დაირღვა ის, რომ არალეგალურად და არაოფიციალურად აიღო ბიოლოგიური მასალა. ამისთვის აუცილებელია პაციენტის ოფიციალური თანხმობა, ასევე პენიტენციური სამსახურისა და კლინიკის თანხმობა“, - განაცხადა ზურა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, პენიტენციური სამსახურის ცნობით, სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის გატანას. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა