როგორ დავიცვათ ბავშვი კოღოსგან?
როგორ დავიცვათ ბავშვები კოღოებისგან .
როდესაც კოღოს არჩევანი აქვს- მოზრდილს უკბინოს თუ პატარას, იერიში ამ უკანასკნელზე მიაქვს. ამიტომ, როდესაც ბავშვი სასეირნოდ მიგყავთ, აუცილებელია კოღოებთან საბრძოლველად სათანადოდ "აღიჭურვოთ", რადგან ისინი ძირითადად საღამოსა და ღამის საათებზში აქტიურდებიან, არადა პატარებს სწორედ ამ პერიოდში ვასეირნებთ. საჭიროა, რომ პირველ რიგში მათ ჩაცმულობას მივაქციოთ ყურადღება.
* გახადეთ ბავშვს შორტი და ის შარვლით შეცვალეთ, მოკლემკლავიანი მაისური კი გრძელმკლავიანით შეცვალეთ.
* შეარჩიეთ ღია ფერის ტანსაცმელი. გაგიკვირდებათ, მაგრამ კოღოები ძირითადად მუქ ტონებს ეტანებიან. ცნობილია, რომ მწვანე, ყვითელი და თეთრი, ნაკლებად იზიდავს კოღოებს, შავისა და ბორდოსფერისაგან განსხვავებით.
* არ დაგავიწყდეთ ნაჭრის ქუდის ან კეპის დახურვა. განსაკუთრებით ყურადღება გმართებთ, თუ ბავშვს ტყეში ასეირნებთ. კოღოები იქ დღის განმავლობაშიც მრავლად არიან.
* კოღოებისგან თავის დასაღწევად მრავალი კრემი და ლოსიონი არსებობს. სანამ მას გამოიყენებთ, კარგად გაეცანით ინსტრუქციას. თქვენი პატარა შესაძლოა ალერგიული აღმოჩნდეს ასეთი პრეპარატების მიმართ, ამიტომ ტესტირება ჯერ სხეულის პატარა მონაკვეთზე გაუკეთეთ.
* ამ წამლების გამოყენება არ შეიძლება თვალის, პირისა და ცხვირის მიდამოებში.
* მსგავსი პრეპარატები დაახლოებით ორი საათის განმავლობაშია ეფექტური.
* ოთახში ფანჯრებზე ბადე გააკარით და რეგულარულად ამოწმეთ ხომ არ დაზიანდა იგი.
* კომპაქტურად დახუფეთ სავენტილაციო მილები, რადგან მწერებს იქიდან ადვილად შეუძლიათ ბინაში შემოღწევა.
P.S. თუ თქვენს პატარას კოღოს ნაკბენი გაურთულდა ან ალერგია მისცა, აუცილებლად დაალევინეთ მას დამამაშვიდებელი და აჩვენეთ ექიმს.