პოლონეთში 11-დან 13 წლამდე გოგონებს სექსუალურად შევიწროების ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს (ვიდეო)
პოლონეთში, არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროების ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და მათი დასჯა მოითხოვეს. სამართალდამცველებს შეხლა-შემოხლის ფონზე კაცების დასაკავებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.
„ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს თავს დაესხნენ. უსაფრთხოების ძალებმა კაცები აუზიდან გამოიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ქართველი კაცების ასაკი 18-დან 41 წლამდეა“, - წერს პოლონური მედია.
Polish riot police had to intervene at a swimming pool in Bytom y-day to stop around 60 men from attacking 4 migrants suspected of having sexually assaulted underage girls at the pool
The arrested men, aged 18-41, were sheltered in a building before being led out to a police van pic.twitter.com/wMeJ5CfF5O — Visegrád 24 (@visegrad24) July 16, 2023