თეგებით ძიება

ბოლო 20 წლის განმავლობაში, ოკეანის ფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა - როგორ ხსნიან ამ მოვლენას მეცნიერები?

როგორც დიდი ბრიტანეთის ეროვნული ოკეანოგრაფიის ცენტრ MIT-ის მეცნიერები იუწყებიან, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ოკეანის ფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა; გლობალური ტენდენცია, სავარაუდოდ, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია. მეცნიერთა გუნდი წერს, რომ მსოფლიო ოკეანეების 56 პროცენტზე მეტი [სივრცე, რომელიც აღემატება მთლიანი ხმელეთის მოცულობას] წყლის ფერის ცვლილებებს განიცდის, რაც არ შეიძლება მხოლოდ ბუნებრივ მოვლენად ჩაითვალოს.

კერძოდ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეკვატორის მახლობლად ტროპიკული ოკეანის ზონები დროთა განმავლობაში სტაბილურად მწვანდება. ოკეანის ფერის ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ ოკეანის ზედაპირზე ეკოსისტემებიც იცვლება, რადგან ოკეანის ფერი წყლებზე მიკროორგანიზმებისა და მასალების პირდაპირი ანარეკლია. 

”ეს იძლევა დამატებით მტკიცებულებას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის საქმიანობა დედამიწის უზარმაზარ სივრცეზე, ბიოსფეროზე,“ - თქვა კვლევის თანაავტორმა სტეფანი დუტკევიჩმა.

ოკეანის ფერი არის ვიზუალური პროდუქტი იმისა, რასაც მისი ზედა ფენები მოიცავს. მწვანე წყლები მიუთითებს ეკოსისტემების არსებობაზე და ძირითადად ფიტოპლანქტონზე - მცენარეების მსგავსი მიკრობებზე, რომლებიც უხვად არის ოკეანის ზედა ნაწილში და შეიცავს მწვანე პიგმენტს - ქლოროფილს. პიგმენტი ეხმარება პლანქტონს მზის სინათლის მოპოვებაში, რომელსაც ისინი ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მისაღებად იყენებენ. მეცნიერთა გუნდის მტკიცებით, ქლოროფილის ბუნებრივი ცვალებადობა წლიდან წლამდე დაძლევდა მისსავე კონცენტრაციაზე ნებისმიერ ანთროპოგენურ გავლენას. 

მიმდინარე კვლევაში მეცნიერებმა გააანალიზეს ოკეანის ფერები, რომლებიც მიღებული იყო Aqua თანამგზავრიდან საშუალო გარჩევადობის გამოსახულების სპექტრორადიომეტრით. ოკეანის ფერი 21 წლის განმავლობაში კონტროლდებოდა. სპექტრორადიომეტრი შვიდი ხილული ტალღის სიგრძეზე აკვირდებოდა ორ ფერს, რომლებსაც მკვლევარები ტრადიციულად იყენებენ ქლოროფილის შესაფასებლად.  

ოკეანის დიდი ნაწილი ჩვენს თვალში ცისფერი ჩანს, ხოლო, სინამდვილეში, ტალღა შეიძლება შეიცავდეს უფრო გამჭვირვალე ლურჯ-მწვანე და წითელს ელფერსაც.

„ტენდენციები, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით, არ არის დედამიწის სისტემის შემთხვევითი ცვალებადობა. ეს შეესაბამება ანთროპოგენურ კლიმატის ცვლილებას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქლოროფილის მიღმა ოკეანის ფერების მონიტორინგი მეცნიერებს უფრო მკაფიო და სწრაფ გზას მისცემს ზღვის ეკოსისტემებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ცვლილებების აღმოსაჩენად. ოკეანეების ფერი შეიცვალა. ჩვენ ვერ ვიტყვით, როგორ. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფერის ცვლილებები აისახება პლანქტონზე, რაც გავლენას მოახდენს ყველაფერზე, რაც პლანქტონით იკვებება. ის ასევე შეიცვლება იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ნახშირბადს მიიღებს ოკეანე. ვიმედოვნებთ, რომ  საზოგადოება ამას სერიოზულად აღიქვამს. ეს არ არის მხოლოდ მოდელები, რომლებიც პროგნოზირებს ამ ცვლილებებს. ნამდვილად ვხედავთ ოკეანე როგორ იცვლება", - აღნიშნა სტეფანი დუტკევიჩმა.

წყარო: https://www.sciencedaily.com/releases/2023/07/230712123442.htm


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა