რა გახდა გურიაში 86 და 72 წლის ქალები გარდაცვალების მიზეზი? - ახალი დეტალები
ლანჩხუთში, მრავალბინიან კორპუსში ორი ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალები, რომლებიც ბიძაშვილები იყვნენ, ბოლო ერთი კვირის მანძილზე არ გამოჩენილან. მაშინ, როცა კორპუსში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი დადგა, მცხოვრებლებმა შესაბამისი სამსახური გამოიძახეს.
მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ბინაში ორი ქალი იყო გარდაცვლილი. გარდაცვალების ვერსიად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
86 და 72 წლის ქალების ცხედრები ექპერტიზაზე გადაასვენეს.
წყარო: guria.tv