ხელჩართული ჩხუბი და ქალების კივილი - კადრები პოლონეთიდან, სადაც 4 ქართველი პედოფიილის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)
პოლონეთში, ქალაქ ბიტომში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს როკურატურა 15 წლამდე არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ან სხვა ხასიათის ქმედების ჩადენას ედავება.
დაზარალებულად სამი მოზარდ - 12 და 13 წლის, ორი გოგო და ერთი ბიჭი. ადგილზე პოლიცია დაცვის თანამშრომელმა გამოიძახა. დაცვას დაზარალებული გოგოს დედამ შეატყობინა, რომ მისი შვილი წყალში ყოფნის დროს 50 წლამდე კაცმა შეავიწროვა.
შეკრებილები კაცის და მასთან ერთად მყოფი კიდევ სამი პირის იქვე დასჯას ითხოვდნენ, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლონური მედიის ცნობით, პოლიციას ეჭვმიტანილების გამოსაყვანად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.
მედია წერს, რომ საქართველოს 48 წლის მოქალაქე რამდენიმე წელია მუშაობს და ცხოვრობს პოლონეთში. მასთან ერთად მყოფი სამი პირი დაკითხეს და შემდეგ გაათავისუფლეს.
დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.