ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5702 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5731 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8935 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8909 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0956 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 19 ივლისიდან შევა ძალაში.