თეგებით ძიება

„ეს ფოტო ერთი ფრაგმენტია იმ უბედურების სადემონსტრაციოდ რაც გვჭირს“ - რა ფოტოს აქვეყნებს თინა ხიდაშელი?

„აღარავის ახსოვს თბილისი, აღარ ეიმედებათ, აღარ ვჩანვართ ევროპულ რადარზე - “თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ეს ფოტო ერთი ფრაგმენტია იმ უბედურების სადემონსტრაციოდ რაც გვჭირს.  

ჩვენი ორი მეზობლის შეხვედრა ევროკავშირის და საფრანგეთის პრეზიდენტების და გერმანიის კანცლერის შუამავლობით იმართება მოლდოვაში  

არაფერი მაქვს მოლდოვას საწინააღმდეგო მაგრამ რა ვიცი აბა … 

მოლდოვაში ჩადიან აზერბაიჯანის და სომხეთის პირები, მოლდოვაში…

აღარავის ახსოვს თბილისი, აღარ ეიმედებათ, აღარ ვჩანვართ ევროპულ რადარზე  

ყველაფერთან ერთად ჩვენს ერთ ერთ მნიშვნელოვან, ბუნებრივ ფუნქციასაც ვკარგავთ 

ყველგან პოზიტიური დინამიკაა, მოძრაობაა, ჩვენ უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილზე გაშეშებულები, და ძირითადად კი ამაყად უკან მავალი, ხელისუფლება ძალადობასა და პროვინციულ ამპარტავნობაში და ყველა ერთად მოსწრებულ სიტყვა პასუხში ვვარჯიშობთ “ - წერს ხიდაშელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა