თეგებით ძიება

ქართველი კანონიერი ქურდის დასაკავებლად თურქეთში სპეცოპერაცია ჩატარდა - ვინ არის გურამ ჩიხლაძე, იგივე „ჩრდილი“?

ინტერპოლის მიერ ძებნილი ე.წ. კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი გურამ ჩიხლაძე იგივე „ჩრდილი“ მასშტაბური სპეცოპერაციის დროს თურქეთში დააკავეს. მკვლელობები, ქურდული ანგარიშსწორებები, ფულის გამოძალვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრალდებების, რასაც გურამ ჩიხლაძეს ედავებიან.

თურქული მედიის ცნობით, ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა რუსეთსა და აზერბაიჯანში კრიმინალური დაჯგუფებების აქტივობებს, გადაადგილდებოდა ჯავშნიანი მანქანებითა და დაცვის თანხლებით.

ქართველი კრიმინალური "ავტორიტეტი", როგორც განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ჩიხლაძე, რომელიც მანამდე თურქეთში ორჯერ იყო დაკავებული და დეპორტირებული, სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს და პოლიციაში პროცედურების შემდეგ დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა