"როგორ ამაყად მითხარი ორი თვის წინ, ნახე, რა კარგი შვილები მიზის მანქანაშიო, გული მეწვის ფოტოს რომ ვუყურებ" - სამტრედიაში დაღუპულ მცირეწლოვანს ემშვიდობებიან
ტრაგედია დატრიალდა სამტრედიაში - 4 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
როგორც ახლობლები ამბობენ, ორმოში ჩავარდნის შედეგად მცირეწლოვანმა დაზიანებები მიიღო, დაშავებული ბავშვი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამტრედიელები მომხდარით თავზარდაცემულები არიან და პატარას ემშვიდობებიან.
"რა გითხრათ, როგორ განუგეშოთ... გია, როგორ ამაყად მითხარი ორი თვის წინ, ნახე, რა კარგი შვილები მიზის მანქანაშიო. თურმე რა გელოდა წინ...“; „უფალს ებარებოდე, პატარა ანგელოზო, სიტყვებიც ზედმეტია, ისეთი საშინელება დაგვატყდა თავს... ყველას ტკივილი ხარ, შვილო, გული მეწვის შენს ფოტოს რომ ვუყურებ. გამძლეობა შენს ოჯახს და მშობლებს“; „ვიზიარებ ოჯახის უდიდეს ტკივილს. ანგელოზი იყავი ანდრია და ანგელოზად წახვედი... მთელი სოფელი გტირის, ანდრი“ - წერენ ადგილობრივები.