რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი 43,4%-ით გაიზარდა
რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი 6 თვეში 43,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მოცემული.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 54,7 ათასი ტონა, რაც 17,1 ათასი ტონით ანუ 45,5%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (37,6 ათასი ტონა) შედარებით.
მათივე ცნობით, 2023 წლის 6 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 25,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 15,9 ათასი ტონა (29,1%); თურქეთი – 11,9 ათასი ტონა (21,7%); აზერბაიჯანი – 1,3 ათასი ტონა (2,4%); თურქმენეთი – 0,1 ათასი ტონა (0,2%);
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 25,24 ათასი ტონა, რაც 7,64 ათასი ტონით ანუ 43,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,60 ათასი ტონა) შედარებით.
მათივე ცნობით, 2023 წლის 6 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6% (25,13 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.