თეგებით ძიება

თუ ცალკე გამოვიდა, "ნაცმოძრაობისგან" დამოუკიდებლად, შეიძლება ბარიერიც ვერ გადალახოს - მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიაზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ "2024 წელს ივანიშვილის ამ ქვეყნის პოლიტიკიდან გასტუმრებაში" მიიღებს მონაწილეობას. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას შეცვლის "მთავარი არხის" დამფუძნებლის გამოჩენა პოლიტიკურ ველზე, მდინარაძის აზრით, "ვერაფერს." 

​"ვერაფერს, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია, ვაშაძე...ყველა არიან ნაცმოძრაობის სახეები და წარმომადგენლები და ნაცმოძრაობას ამ ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ აქვს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ნაცი რჩება ნაცად და აქვს მათ საერთო წარსული, აწმყო და მომავალი...

თუ ცალკე გამოვიდა, შეიძლება ბარიერიც ვერ გადალახოს. აი, თუ ცალე გამოვიდა, ნაც. მოძრაობისგან დამოუკიდებლად, უდიდესი ალბათობით ბარიერსაც ვერ გადალახავს." ამბობს მდინარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა