ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5692 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5702 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8819 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8935 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0955 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 ივლისიდან შევა ძალაში.