თეგებით ძიება

ძაღლი სახლში არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო - ანა ნაცვლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

"ლელოს" წევრი, დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი პრემიერ ღარიბაშვილისა და მისი თანაპარტიელების განცხადებებს ეხმარება, რომლებიც ევროპარლამენტარებს კორუფციასა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებში ადანაშაულებენ. 

"ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმები, არ ასრულებს რეფორმებს და იგონებს ათას ყალბ მიზეზს და საბაბს იმისთვის, რომ გააფუჭოს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. ვინ დაიჯერებ იმას, რომ თუ ევროპარლამენტი და დეპუტატები იყიდებიან, მილიარდერმა ივანიშვილმა ვერ მოახერხა მათი ყიდვა? ეს ძალიან სასაცილო ბრალდებაა.

ღარიბაშვილ, ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, სახლში ვერ ხედავს კორუფციას და იქ ეძებეს კორუფციას სადაც ეს არ არის. სავალალოა რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის, როდესაც ასეთი პირი არის თანამდებობაზე გამწესებული", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა