„სააკაშვილს და მის მომხრეებს ექს-პრეზიდენტის სატვირთო კონტეინერით შემოგზავნის არ შერცხვათ და ბიო მასალების წინდებით გატანის შერცხვებათ?“ - ამირან სალუქვაძე
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სააკაშვილს და მის მომხრეებს თუ უკან მდგომთ ექს-პრეზიდენტის სატვირთო კონტეინერით შემოგზავნის არ შერცხვათ და ბიო მასალების წინდებით გატანის შერცხვებათ?
აგერ "დაღმაშენებლის" დეპუტატი გამოდის და ამბობს არ მაინტერესებს სხეულის რა ადგილით გამოჰქონდა ბიო მასალებიო.
რაც შეეხება ლობისტურ საქმიანობას. კოლექღიური ნაცმოძრაობა ცდილობს არ შეიმჩნიოს პრობლემა. გვასწავლიან ლობისტობა კანონიერი საქმიანობააო.
პრობლემა ლობიზმში და ლობისტობაში კი არაა. პრობლემები შემდეგში მდგომარეობს.
პირველი პრობლემაა, როცა ევროდეპუტატები გულრწფელ განცხადებებს და სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან შეფასებებს კი არ აკეთებენ, ლობისტების გავლენის ქვეშ მოქმედებენ. ფინანსური ინტერესი ჰქონდათ თუ არა, აღარაა საინტერესო. მთავარი ისაა, რომ კამპანიაში ფული გადახდილია სააკაშვილის მიერ.
მეორე პრობლემაა, როცა ლობისტურ კომპანიებს და ლობიზმს იყენებ არა შენი ქვეყნის ინტერესების განმტკიცებისთვის, არამედ პირიქით, შენი ქვეყნის ინტერესების, მეტიც კონსტიტუციით გამყარებული საგარეო ვექტორის საბოტაჟისკენ.
ზუსტად ამიტომ ვუწოდებ რამდენიმე წელია კოლექტიურ ნაცმოძრაობას უსამშობლოებს და ფუძემოგლეჯილებს.
უსამშობლო რას ნიშნავს, ვერ გაუგიათ. ამათ, განსაკუთრებით იმას, ყველაფრის ექსპერტი რომ ჰყავთ, უსამშობლო და პასპორტგაუქმებული, ანუ მოქალაქეობის არმქონე, ერთი და იგივე ჰგონიათ. გავუმეორებ როგორმე. თუმცა მაინც ვერ გაიგებენ“, - წერს სალუქვაძე.