თეგებით ძიება
20. 07. 2023 ბიზნესი

„ცელსიუსში“ კონდიციონერების ახალი ბრენდი გამოჩნდა

გათბობა-გაგრილების კომპანია „ცელსიუსის“ ქსელში ახალი ბრენდი CHIQ გამოჩნდა. კომპანიამ საკმაოდ კონკურენტული ფასით წარმოადგინა გაგრილების სისტემები. ბრენდი ექსკლუზიურად „ცელსიუსმა“ წარადგინა, რომელიც ინოვაციურ სიახლეებს გვპირდება. კონდიციონერების მართვა დისტანციურად, სხვადასხვა აპლიკაციებითაა შესაძლებელი. 

ახალი თაობის ჭკვიანი პროდუქტები, სწორედ 𝗖𝗛𝗜𝗤 ბრენდითაა წარმოდგენილი ბაზარზე. 

𝗖𝗛𝗜𝗤-ის ეკონომიური, თანამედროვე და კომფორტული კონდიციონერები, რომელსაც გააჩნია:

• Smart Control - დისტანციური მართვა WiFi მოდემით, რაც კომფორტს უქმნის მომხმარებელს; 

• Health Filter - იონიზაციის ფილტრი ებრძვის მავნე ბაქტერიებს, რომლის შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს;

𝗖𝗛𝗜𝗤-არის კომპანია CHANGONG-ის ბრენდი. CHANGONG კი არის ჰოლდინგი, რომელიც 8 მიმართულებას და რამდენიმე ბრენდს აერთიანებს.  კომპანია 65 წლისაა. მას ჰყავს 13 შვილობილი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. 

საქართველოში 𝗖𝗛𝗜𝗤 კონდიციონერების ექსკლუზიური პარტნიორი - კომპანია „ცელსიუსია“. 

„ცელსიუსი“ საზაფხულო აქციის ფარგლებში კონდიციონერებზე განსაკუთრებულ ფასებს გეგმავს, რასაც საჩუქრად მოდემიც მოჰყვება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა